ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,ყველაფერში დადებითი ვეძებოთ რა. არც ისე ცუდად გამოიყურება მომავალი. მალე საზღვარგარეთ გამსვლელ ყველა ქართველს მინიმუმ თითო გამყოლი ეყოლება, იქაც ხომ არის რისკი რომ უცხოური გავლენის ქვეშ მოექცნენ. უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება სუსში. სუსი რა, ტურიზმის და დასაქმების სამინისტრო იქნება ფაქტიურად. სექსის კონტროლის და პირადი ცხოვრების დეპარტამენტებიც იქნება, რათქმა უნდა, მაგას არ გააუქმებენ. ეს ფუნქციები სრულიად საკმარისია. ხოდა, ყველა ქოცი ამ განახლებულ სუსში დასაქმდება, ვინც აიპებში და სიპებში ვერ შეეტევა და დანარჩენებს მეთვალყურეობას გაგვიწევენ. უმუშევრობა ფაქტიურად აღარ იქნება, იმიტომ რომ დანარჩენებმა ხომ უნდა ვიმუშაოთ მაგრად, რომ ბიუჯეტში ფული შევიტანოთ და ქოცებმა ხელფასები აიღონ? ყველაფერი ცუდი კი არ იყო იმ საბჭოთა კავშირში, უმუშევრობა დასჯადი იყო მაგალითად. რუსი ტურისტებიც ჩამოვლენ და ცოტა ფულს ეგენიც დატოვებენ. ჯარზე ფული აღარ დაგვეხარჯება, აღარ დაგვჭირდება. ევროპა–ამერიკა ჩვენ არ დაგვესხმება თავს და რუსეთთან რა გვექნება გასაყოფი? ვაშლს და მანდარინს გავყიდით რუსეთში, ცოტას ემიგრანტები გამოგზავნიან, ცოტას ბ–ნი ბიძინა მოგვცემსხოლმე და მეტი კი არ უნდა სახელმწიფოს. ამოვიგდებთ თავიდან უვროპა–ამერიკულ ცუდ აზრებს. ავეწყობით რა ნელ–ნელა და ვიქნებით ხოშიანად.”
კომენტარები