სოციალური ქსელის მომხმარებელი ზიზი ტატიშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის გამგებლის, ქართველი მეფის, გიორგი მე-11-ის შთამომავლებად.
1703 წელს, შაჰ ჰუსეინის ბრძანებით მეფე გიორგი ქართველთა და სპარსთა 24 ათასიანი ლაშქრით ავღანეთში შეიჭრა. მან დაამარცხა აჯანყებული ავღანელები, შეიპყრო მათი ბელადი და შაჰის კარზე გაგზავნა ისპაჰანში. დატყვევებულ მირვეისთან ერთად 20–ათასიანი ლაშქარიც გააგზავნა უკან, თავისთან კი მხოლოდ ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი დაიტოვა. მოგვიანებით გიორგი მოუწამლიათ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქვე დარჩენილა.
ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელია. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ყვებოდნენ ამ ”გურჯების” შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი ადამიანები და რომ დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ”ნეიტრალიტეტი.” პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან…
ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუზე, მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან ადგილობრივებისგან, ისინი თეთრი პირისახისა არიან და ცისფერი თვალები აქვთ. თავს გურჯებად მოიაზრებენ, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და/რომ მათ წინაპართა გვარებია როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები, დაღუნდარიძეები და კარგაძეები. …
მიუხედავად განვლილი საუკუნეებისა, გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან. აი, ასეთია ეს ისტორია,”
კომენტარები