Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში ლოცვის დროს სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 43 ადამიანი კი დაიჭრა.
თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად.
კომენტარები