საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. მასთან ერთად, ასევე აირჩიეს ლაშა ტუღუში, ლიკა ბასიალაია-შავგულიძის არჩევას კი მხარი არ დაუჭირა
აჰაა ანუ საზმაუს უკვე ოფიციალურად ჩემივასილა უხელმძღვანელებს (როდის არ ხელმძღვანელობდა თავის მდედრიონთან ერთად როო?)
ისე ეს ლაშა ტუღუშიც კაი ჩემივასილაა..
ავშენებულვართ და ეგაა მეგობრებო”
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრად ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია, ლიკა ბასიალაია-შავგულიძის არჩევას კი მხარი არ დაუჭირა.
ვასილ მაღლაფერიძე ქართულმა ოცნებამ წარადგინა კანდიდატად, ლაშა ტუღუში – სახალხო დამცველმა, ხოლო ლიკა ბასილაია-შავგულიძე კი ნაციონალური მოძრაობის კვოტით იყო წარდგენილი.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი 2017 წელს გახდა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზია GDS-ზე მუშაობდა. მან საზოგადოებრივი მაუწყებელი 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა.
მან გამორიცხა პოლიტიკური გეგმები და თქვა, რომ მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებდა. თუმცა, 2021 წლის იანვარში ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
კომენტარები