რამდენიმეთვიანი ტყის ხანძრების შემდეგ, ავსტრალიაში ძლიერი წვიმები დაიწყო. წვიმას არ შეუძლია ბოლომდე ჩააქროს ხანძარი, თუმცა ამინდი მეხანძრეებს მუშაობაში ეხმარება.
ძლიერი წვიმებისა და ჭექა-ქუხილის გამო, ავსტრალია ახალი საშიშროების წინაშე დადგა – წყალდიდობა და მეწყერი.
ახალ უელსსა და ვიქტორიაში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ხანძრებისგან, 50 მილიმეტრამდე ნალექი მოვიდა. ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხანძარი მთლიანად ჩაქრეს. ამჟამად ამ ორ შტატში 80-მდე ხანძრის კერაა, ხოლო მეხმა კიდევ ორი ხანძარი წარმოშვა, რომელიც ვიქტორიის ეროვნულ პარკში გაჩნდა.
პროგნოზის მიხედვით, ძლიერი შტორმი და წვიმები ავსტრალიის აღმოსავლეთში კვირის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა უკვე გაჩნდა ახალი საშიშროება – იმ ადგილებში, სადაც მცენარეული საფარი დაიწვა, ელიან წყალდიდობებსა და მეწყერს.
კომენტარები