ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანესმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადეს, სანქციები ვრცელდება რუსეთის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის ინდუსტრიებზე.
ახალი ფინანსური სანქციები შეეხება 21 ორგანიზაციას და სამ ფიზიკურ პირს, კერძოდ: რუსეთის სახელმწიფო ატომური კორპორაციის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს, რომლებიც ეწევიან ბირთვულ კვლევებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას და იარაღის წარმოებას.
სანქციები ასევე ეხება უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას “როსნეფტს”, PJSC “Polyus”, PJSC “Severstal”, თავდაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედ ხუთ ბანკს.
ავსტრალიის მთავრობა ასევე დააწესებს აკრძალვას ყველა მანქანისა და მასთან დაკავშირებული ნაწილების რუსეთში და რუსეთის მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე ექსპორტზე.
კომენტარები