“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანე ბრუკის მკვლელს მთელ ქალაქში ეძებენ, შედგენილი ფოტო რობოტის და გარეგნული მონაცემების მიხედვით.
დამნაშავის სავარაუდო ასაკი 25-30 წელია, 170 სმ-ზე მაღალი, სპორტული აღნაგობის,
ღია ფერის თვალებით. გარდაცვლილი ქალის მეზობლების თქმით, სამართალდამაცვები დაინტერესდნენ ხო არ უნახავთ მსგავსი მამაკაცი.
შსს-ს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.
არ არის გამორიცხული, შსს რეაგირებდეს დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე და ეძებდეს მამაკაცს, რომელიც, წესით, აქამდეც უნდა მოეძებნათ, რადგან ადამიანები დღეს წერენ, რომ ეს ადამიანი მათ ამ ადგილებში თავს დაესხა და ზოგი იმასაც ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ პოლიციას აცნობა.
რამდენად შესაძლებელია, ერთი და იგივე პიროვნებაზე იყოს საუბარი, ეს უკვე მოგვიანებით გამოჩნდება. იმედია, პოლიციას იმაზე მეტი ხელჩასაჭიდი აქვს, ვიდრე მოქალაქეების მოთხრობილი ძველი ისტორიებია.
კომენტარები