ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე მძვინვარე ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კანბერასა და მეზობელ ახალ სამხრეთ უელსის შტატში 6 ხანძარია, რომლებსაც მეხანძრეები ვერ აკონტროლებენ. ქალაქ კანბერას მოსახლეობის ნაწილს შეატყობინეს, რომ ევაკუირება უკვე გვიანია და ცეცხლისგან თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდეს. რეგიონში დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს.
ცეცხლი 35 ჰექტარის ტერიტორიაზეა მოდებული. მის გავრცელებას მშრალი ამინდი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. საგანგებო მდგომარეობა კანბერაში 31 იანვარს გამოცხადდა.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას სულ ცოტა 33 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია 11 მილიონი ჰექტარის ფართობის ტერიტორია.
კომენტარები