ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მორისონმა ეს საკითხი უკვე განიხილა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრაპმთან და განაცხადა, რომ მხარეებს ძალიან კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჯანმოზე და იმაზე, რომ პანდემიისადმი საერთაშორისო პასუხის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობისთვის გასაზრდელად ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – დაწერა მორისონმა Twitter-ზე.
პრემიერმა ამ საკითხზე სატელეფონო საუბრები გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა. ჩინეთში ავსტრალიის ინიციატივას არ მიესალმებიან. შესაბამისი განცხადება კანბერაში ჩინეთის საელჩომ გაავრცელა.
„დღეს გარკვეული ავსტრალიელი პოლიტიკოსები თუთიყუშებივით იმეორებენ ამერიკელების ვარაუდებს და უბრალოდ უერთდებიან მათ ჩინეთის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევის მოწყობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები