ფოტო – BBC
ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. სავალდებულო ვაქცინაციის კანონპროექტი ძალაში 2024 წლის იანვრამდე დარჩება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დღეიდან ქვეყნის ყველა სრულწლოვანი მოქალაქე ვალდებული იქნება აცრა გაიკეთოს. მათ ვაქცინაციისთვის ვადა მარტის შუა რიცხვებამდე მისცეს, ამის შემდეგ კი მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე მაინც უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ.
მარტის შუა რიცხვებიდან პოლიცია დაიწყებს ვაქცინის სტატუსის შემოწმებას. 3500 ევროიან ჯარიმას, ერთი თვის შემდეგ 600 ევროიანი ჯარიმა დაემატება.
ავსტრია პირველი სახელმწიფოა ევროპაში, რომელმაც აცრა სავალდებულო გახადა. ქვეყანაში ამჟამად მოსახლეობის დაახლოებით 72% სრულად ვაქცინირებულია.
კომენტარები