ბათუმის წმინდა ნინოს ტაძარში იმყოფება აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. ბერიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შესახებ იცის, თუმცა ტაძარში ყოფნაში საშიშროებას ვერ ხედავს.
„მადლობა ღმერთს, რომ ხალხმრავლობაა ეკლესიაში, საქართველოს გადარჩენას ევედრება უფალს, ვინც ამას აკეთებს. გარდა სახლში ლოცვისა, ზიარება უფლისგან დაწესებული წესია. ყველას მოგიწოდებთ, წაიკითხოთ კანონი და დეკრეტი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. მე მოვდივარ ტაძარში, რომ განვიკურნო. დავდივარ ექიმთან, როდესაც მჭირდება. რეკონდაციებს ვითვალისწინებ, ყურადღებით მოვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარეს, რაოდენობაზე მას არაფერი უთქვამს. ვითვალისწინებ და თქვენთანაც ვიცავ დისტანციას. საშიში არ არის ტაძარში ყოფნა. მედიცინა იმისთვის არის რომ უმკურნალოს ხორცს და ეკლესიამ სულს. ექიმიც ღვთისგან მოვლენილია“, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ფოტო: იმედინიუსი
კომენტარები