ჟურნალისტი, ზუკა ნემსაძე:
“დღეს, დილით, ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავარ და ვიღაც ქალი მოვიდა:
ყურსასმენები მიკეთიდა და უბრალოდ ვსქროლავ.
გამარჯობაო მეუბნება, ზრდილობიანად გამოვივძრე ყურსასმენი და მივესალმე – ერთი წუთითო მითხრა – ტელეფონი ხელში მიჭირავს, მომკიდა ხელი ხელზე, (ამ დროს ყურადღებით ვაკვირდები მის ქცევას) გისმენთ თქო, ის დუმს.
ჩემი ტელეფონი მისკენ მისწია ოღონდ ხელიდან არ მართმევს დაუკითხავად ჩახედა – ერთხელ ასქროლა, მადლობაო, მიბრუნდა და წავი და. (აქ მეც კი გაოგნებული ვრჩები)
ნეტა რამე კვლევა იყო და ჩემდა უნებურად მივიღე მონაწილეობა? ფარული კამერა იყო? თუ ის ღადაობებს რომ იღებენ საზოგადოებრივ ადგილებში?!
თუ საათი აინტერესებდა ეკითხა და ვეტყოდი ამ დაუკითხავად ტელეფონში ჩავარდნას არ ჯობდა?!
აქ ვენერა ობოლაშვილის ხმით ვამბობ: ეს ქალი წავიდა, ავტობუსი მოვიდა, ავედი, კარები დაიხურა და სამსახურში წავედი !
P.S დედას გეფიცებით მეც ვერაფერი გავიგე!”
კომენტარები