ას შემდეგ, რაც ფრანგმა ავტობუსის მძღოლმა ტრანსპორტში ამომსვლელებს სთხოვა, რომ მგზავრობისას პირბადეები გაეკეთებინათ, იგი გამეტებით სცემეს და ტვინში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი უგონოდ იმყოფება. ექიმების განცხადებით, შეუძლებელია მას ცნობიერა დაუბრუნდეს, რადგან თავის ქალა თითქმის სრულიად ჩამსხვრეული აქ.
ფილიპ მანგულო, მას შემდეგ, რაც მან მგზავრებს კოროანვირუსის სავალდებულო წესების დაცვისკენ მოუწოდა, გადმოათრიეს მძღოლის სავარძლიდან და ხელკეტებით სცემეს. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როდესაც ისინი პირბადის და თან ბილეთის გარეშე ამოვიდნენ ავტობუსში, მძღოლმა მოსთხოვა, რომ ტრანსპორტი დაეტოვებინათ, რაც მისი დაუნდობლად ცემის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.
ნიუპოსტი
კომენტარები