ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ევროპულმა საქართველომ” ავტობუსები იყიდა გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა საარჩევნო კამპანიისთვის ავტობუსს არავინ ყიდულობს და “ევროპულ საქართველოსაც” ისინი ნაქირავები ჰყავდა, დღევანდელ დღემდე. დღეს თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ავტობუსს ვისგანაც ვქირაობდი “დააკაჩავეს” ქოცებმა და ტექდათვალიერება გავლილ ავტობუსზე იძახის, გამიფუჭდაო.
მე ავტობუსს თურქეთში ვიქირავებ – მაგრამ აი თქვენ რა გეშველებათ ქოცებო?”
რამდენიმე დღის წინ თამარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ავტობუსების ფოტოები და დაწერა:
“ეს იქნება გიგას კამპანიის ავტობუსი
ამომრჩევლებთან შეხვედრებზე ამით ვივლით მოხალისეებთან ერთად და მოხალისეებისთვის – გზაში – ბევრი საინტერესო საუბარი შედგება!
გართობა! შემეცნება! კონტაქტები!
P.S. ზედ ეკრანიც ექნება – მოსიარულე კინოთეატრი.”
კომენტარები