ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფეისბუქზე სიტუაციას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ანუ ავტობუსში შეესწრო :
“არ ვიცი სპეციალურად აკეთებენ, თუ შემთხვევით ხდება (ერთი ჩემი მეგობარი სამჯერ შეესწრო, მე ერთხელ) – ავტობუსში ამოდის სხვადასხვა კარიდან ორი ტიპი (სავარაუდოდ ერთმანეთს არ იცნობენ). თითქმის ამოსვლისთანავე ერთი იწყებს რაღაც მოთხოვნების წამოყენებას (მაგ: კონდიციონერი, ან ფანჯრები). მეორე ავტობუსის სხვა ნაწილიდან ეხმიანება და იწყებენ ასე გადაძახილით ერთმანეთში საუბარს. ცხადია სხვა მგზავრებიდანაც აჰყვება ვინმე. მერე ნელ-ნელა გადადიან ფასებზე, საცობებზე, რას დაემგვანა თბილისი და ცხადია პოლიტიკურ თემებზე, ოღონდ პოლიტიკა მხოლოდ „მთავრობა არაფერს აკეთებს“ დოზით და ბოლო აკორდი – ჩვენი ბრალია რომ ავირჩიეთ!
კომენტარები