„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე, გელა კვაშილავა „ბიზნესპრესნიუსთან”, ამბობს:
„სხვა სფეროების მსგავსად, ამ სფეროშიც დაბალი ანაზღაურებაა და პროფესიონალები ცდილობენ, რომ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადავიდნენ და იქ იმუშაონ. ჩვენი ბაზარი პატარაა და უნდა იყოს მოთხოვნის შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა ეს ასე არ ხდება. პანდემიის შემდეგ ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, ინფლაცია მაღალ დონეზეა, თუმცა მომსახურების სფეროში ხელფასები იმ ტემპით არ იზრდება, რა ტემპითაც ფასები.
ავტომობილების რაოდენობამაც მოიმატა, იმპორტი გაიზარდა და მოთხოვნა დიდია ხელოსნებზე, თუმცა ბევრი არაა ისეთი, ვინც ხარისხიანად აკეთებს, მათი დიდი ნაწილი პანდემიისას ქვეყნიდან გავიდა, რადგან უფრო მეტი სტაბილურობის განცდა საზღვარგარეთაა”
კომენტარები