სუონსის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იმის დადგენა იყო, თუ როდის და რამდენი ფანჯრის ჩაწევაა ავტომობილში იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, – ამის შესახებ BBC წერს.
კვლევის მიგნებები ასეთია:
? 48კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარით სიარულისას, ოთხივე ფანჯრის ჩაწევა ყველაზე მეტად ამცირებს გადაცემის საფრთხეს, მაგრამ უფრო სწრაფად სიარულისას, მაგალითად, მაგისტრალზე, ორი, დიაგონალურად განლაგებული ფანჯრის გახსნა უფრო მომგებიანია;
? ყოველ 5-10 წუთში, ფანჯრების გაღება 97%-ით ამცირებს ვირუსის ნაწილაკების სალონში დაგროვების ალბათობას;
? კვლევამ ასევე ცხადყო, რომ წინა სავარძელზე ჯდომა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე – უკან, ჰაერის ნაკადის მიმართულების გამო;
? მგზავრს, რომელსაც უკანა სავარძელზე უწევს ჯდომა, მეცნიერები იმ ადგილის საპირისპირო მხარეს დაჯდომას ურჩევენ, სადაც ფანჯარაა ღია;
? ავტომობილში პირბადის გამოყენება 90%-ით ამცირებს ნაწილეკების გავრცელების რისკს.
კომენტარები