ფოთში, ქალაქის შესასვლელში, კოკაიას ხეივნის მე-7 კილომეტრზე, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შესახeბ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები