“აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრებისა და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა”- ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგი ჰეიდარ ალიევის ამ ციტირებით დაასრულა.
მინდა, რომ დავესესხო თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართულ საზოგადოებას….
ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა საერთო პრესკონფერენციაზე.
კომენტარები