უკრაინაში რუსეთის ომის და რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ შეჩერების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ აზერბაიჯანი ევროპას გაცილებით უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე გასულ წელს. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
ბაქოში ამბობენ, რომ ბოლო რვა თვეში, აზერბაიჯანიდან ევროპამ 7.3 მილიარდი კუბურტი მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო.
„2022 წელს ევროპაში [გაზის] მიწოდების მთლიანი მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით 31%-ით მეტია,“- წერს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ფარვიზ შაჰბაზოვი.
ივლისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც 2027 წლისთვის აზერბაიჯანიდან ევროპის მომარაგების გაორმაგებას ითვალისწინებს. საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.
დადებული შეთანხმება, სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებასაც ითვალისწინებს, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოში, თურქეთში და საბერძნეთში გადის.
კომენტარები