თეოლოგი, იურისტი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მავანმა დავით გარეჯი —
საქართველო არ არისო…
არ გეკუთვნისო…
არც დაგითმობსო…
ვაახ, ის არ დაგითმობსო, აზებაიჯანიო. ჰმ.
რა მაქვს აზერბაიჯანის არ დასათმობი.
ამას იძახის ივერი მელაშვილი — საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. ჯერ ამ კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება და ისე იძახის. იმ გადაწყვეტილებას ახმოვანებს რაც უნდოდა მიეღო და ვერ მიიღო. არ დასცალდა…
აზერბაიჯანის მხარე დუმს… მათ დუმილს ივერი არღვევს, მათ მაგიერ ივერი იბრძვის. ივერი და ნატალია ილიჩოვა იცავს საქართველოსგან “დაჩაგრული” აზერბაიჯანის ინტერესებს…
ტაშის და კვერის დამკვრელნიც ყავთ. მარტო არ არიან. ბაქტერიამ გამრავლება იცის. სწრაფად მრავლდება.
წმინდა მამები გვაფრთხილებენ “დადგება დრო, როცა გონიერს სულელს დაუძახებენ, ბოროტება გამრავლდება და სიკეთე სამარცხვინოდ ჩაითვლებაო”. დადგა, აიი ეგ დრო დადგა. ერის გამყიდველებს ტაშს უკრავენ და გმირს უწოდებენ, ხოლო ერისთვის და ხალხისთვის თავდადებულს ჭუჭყს ესვრიან და ათას ცილისწამებას იგონებენ. ვინც არ იცის რეალობა ვინც იცის იმას ასწავლის. ბო@ი მიკითხავს მორალს. გამყიდველი და მოღალატე მასწავლის სამშობლოს სიყვარულს. უვიცი და ურწმუნო ქირქილებს სიკეთეზე.
დღეს დავით გარეჯელის სულიერი ძმის ანტონ მარტყოფელის ხსენება აღნიშნა ეკლესიამ. გილოცავთ ყველას ვისაც აქვს სამშობლოს განცდა წმ. დავითი და წმ. ანტონის ლოცვა და კურთხევა შეგეწიოთ…
გმირებს და მოღალატეებს ინახავს ისტორია. გმირებს სამაგალითოდ თუ როგორი უნდა ვიყოთ. მოღალატეებსაც სამაგალითოდ როგორები არ უნდა ვიყოთ.
გარეჯი საქართველოა, იყო და იქნება…”
კომენტარები