დაკითხვიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა ილარიონმა განაცხადა:
„2004 წლიდან დღემდე იქ ვმსახურობ და რაც მე ამ საქმის შესახებ ამ წლების განმავლობაში მომისმენია, იმაზე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, 2006-2007 წლებში საზღვრები სწორად არ იყო შეთანხმებული, რადგან ძველი მონასტრები ჩვენს მხარეს არ იყო დაფიქსირებული. ვისაუბრე იმაზე, როგორ ხდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ჩვენი მონასტრების ნელ-ნელა დაკავება. ეს ქმედებები დაიწყო 2005 წლიდან და 2019 წლამდე გრძელდებოდა
გამოძიების მიმდინარეობასა და დაკავებულ პირებზე ვერაფერს ვიტყვი. ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას არ ვიცნობ, ივერი მელაშვილს კი რამდენჯერმე შევხვდი, როდესაც ის კომისიის წევრის სტატუსით, დავით გარეჯში ჩამოდიოდა.”
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებაზე სასულიერო პირების აზრთა სხვადასხვაობას და მედიაში გაკეთებულ განცხადებებს, არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ ისურვებდა ასეთი საკითხები ტელევიზიით არ წყდებოდეს.
„სინოდის მოწვევა თუ იქნება საჭირო, ამას გადაწყვეტს უწმინდესი და გადაწყვეტენ მღვდელმთავრები. გამოძიებაში პოლიტიკური სარჩული მე მგონი გამორიცხულია. საკითხი უნდა მოგვარდეს“
კომენტარები