აზერბაიჯანმა სომხეთის ექვსი სამხედრო მოსამსახურე დააკავა. ამის შესახებ ორივე ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას.
ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის ჯარისკაცები ცდილობდნენ დაენაღმათ გზა, რომელიც აზერბაიჯანის არმიის სასაზღვრო პოზიციებს უკავშირდება.
ერევანი ამბობს, რომ მისი ჯარისკაცები მთელი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ გეღარქუნიქის პროვინციაში და საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. სომხეთის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ მათ ალყა შემოარტყა და შეიპყრო.
ეს არ არის პირველი კონფლიქტი, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაჩნდა სადავო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიებისთვის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა სამშვიდობო დოკუმენტს მოაწერეს ხელი და იურიდიულად გადაინაწილეს ყარაბაღის ტერიტორიები, კონფლიქტები ჩნდება სასაზღვრო რეგიონებში, მათ შორის – საზღვრების დემარკაციის პროცესში.
ადრე სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე მოხდა შეტაკება, რომელშიც სომხეთის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ერევანი აცხადებს, რომ ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს. ბაქო ინციდენტს უბედურ შემთხვევას უწოდებს.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები