სომხეთის უშიშროების საბჭოზე, რომლის სხდომა დღეს გაიმართა, განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
” სომხეთი ყველა არსებული საშუალებით დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანმა თავისი ჯარები სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განახორციელოს მუდმივი ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა შეწყვიტოს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები. მივესალმებით ყველა ქვეყანასა და ორგანიზაციას, რომელმაც გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია [ამ საკითხზე]“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები