აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთთან იარაღის შეძენის ახალი კონტრაქტი გააფორმა.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ თურქეთში წარმოებული ყველაზე თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის კონტრაქტს. ეს ჩვენს არმიას კიდევ უფრო გააძლიერებს.
“სამხედრო სფეროში ჩვენი თურქეთთან თანამშრომლობა გრძელდება. თურქული არმია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, NATO-ში კი მეორე ადგილზეა. ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანში შევქმნათ თურქული არმიის მცირე მოდელი. ამ მიმართულებით უკვე მიდის მოლაპარაკებები.
ომის დროს ჩვენ გამოცდილება მივიღეთ და სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებობს დიდი კანონშემოქმედებითი ბაზა. თურქეთთან რიგი ხელშეკრულებები გავაფორმეთ, მათ შორის ურთიერთდახმარების შესახებაც. რა თქმა უნდა, თუ აზერბაიჯანისთვის რაიმე საფრთხე გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი ჩვენ დაგვეხმარება.” – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
კომენტარები