„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა:
“აზერბაიჯანმა და საქართველოს უმეტესმა მეზობელმა ქვეყნებმა ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო, საქართველოში რა ხდება, სად ვართ?!
ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია დროული და ხარისხიანი ვაქცინაციის დაწყება. როდესაც აზერბაიჯანმა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ, რომელმაც ომი გადაიტანა შეიძლება ხანმოკლე, მაგრამ ძალიან სერიოზული ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო და საკმაოდ დალაგებულად ატარებს. როცა მოლდოვა ხვალ ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს, როდესაც უმეტესმა ქვეყნებმა დაიწყო, გვაინტერესებს რა ხდება, სად ვართ?! როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ თებერვლის რომელიღაცა რიცხვში 29 200 ცალ ვაქცინას მივიღებთ და მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ მარტის თვეში მივიღებთ 180 000-დან 300 000-მდე, მესამე წარმომადგენელი, მესამე მუშკეტერი კი იძახის 216 000 ვაქცინას მივიღებთო. ესაა პრობლემა – რეალურად არ ვიცით, როდის რა იქნება.
რაც შეეხება კომერციულ ვაქცინას, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ მათ შეეძლოთ შემოიტანონ ვაქცინა. აქ შემდეგ შეიძლება, სახელმწიფომაც იყიდოს მათგან ვაქცინა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო „კოვაქს პლატფორმას“ ელოდება, მაგრამ „კოვაქს პლატფორმა“ სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოგვაწვდის. სახელმწიფომ კი არ უნდა მოსთხოვოს, არამედ უნდა სთხოვოს კომერციულ ორგანიზაციებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. შემოიტანონ საქართველოში ვაქცინა!“
კომენტარები