აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებულებს ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირება შეეძლებათ.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო მესამე დოზაზე დარეგისტრირების რეკომენდაციას ასევე მედპერსონალისთვისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვისაც.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი გადაწყვეტილება ეყრდნობა ბოლო კვლევებს, რომლებიც 60 წელს გადაცილებულ პირებსა და შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზის რეკომენდაციას იძლევა.
კომენტარები