წინასწარი შედეგებით, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე 9 თებერვალს, მილი მეჯლისში მანდატების დიდი ნაწილი – 125 მანდატიდან 65 მოიპოვა. დანარჩენი ხმები დამოუკიდებელ კანდიდატებზე და ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.
აზერბაიჯანული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, არჩევნებმა მასობრივი დარღვევების [ე.წ. კარუსელი, კონვერტების ჩაყრა] ფონზე ჩაიარა.
ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით, 49%-ს მიაღწია.
კომენტარები