აზოვის პოლკი მიმართვას ავრცელებს, სადაც იხსენებს 2014 წლის 13 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ ქალაქი მარიუპოლის პრორუსი ტერორისტებისგან გათავისუფლებაზე და წერს:
“რვა წლის წინ აზოვის პოლკმა გაათავისუფლა მარიუპოლი. ყოველწლიურად ქალაქი აღნიშნავდა ამ დღეს.
დღეს მარიუპოლში არ არის დღესასწაული და არც ჩვენ მასთან ერთად, მაგრამ აზოვი ცოცხალია და ქალაქი იცხოვრებს.
შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლისთვის, თითოეული დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის, რომელიც რუსეთმა „გათავისუფლებით“ შეურაცხყო.პუტინი ფიქრობს, რომ “აზოვი” აზოვის ნანგრევების ქვეშ რჩება.
მაგრამ აზოვი ახლა მთელი ქვეყანაა. აზოვი მარიუპოლს დააბრუნებს.
ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ განთავისუფლდება ოკუპანტებისგან.”
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ აზოვსტალის მცველების კიდეც 64 ცხედარი დაიბრუნა:
“უკრაინამ აზოვსტალის 64 გმირი დამცველის ცხედარი ღირსეულად დაკრძალვისთვის დააბრუნა, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება. ის ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად მიმდინარეობს”
კომენტარები