მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ახალი ბრძოლები დაიწყო აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებს უკრაინელ სამხედროებთან ერთად. უკრაინულ ტელეარხზე საუბრისას ბოიჩენკომ თქვა, რომ ქარხანაში 30 ბავშვი იმყოფება.
“დღეს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჩვენი ციხის ტერიტორიაზე, აზოვსტალის ტერიტორიაზე, ჩვენი მამაცი ბიჭები იცავენ ამ ციხეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან მძიმე არტილერია და ტანკები ისვრიან, მუშაობს ავიაცია, გემებიც მიუახლოვდნენ და ესროდნენ”. ბოიჩენკომ ასევე დასძინა, რომ –სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან არანაირი კავშირი არ არის, არანაირი კავშირი არ არის იმის გასაგებად, რა ხდება, უსაფრთხოდ არიან თუ არა. გუშინ იყო მათთან კავშირი, დღეს – აღარ”.
კომენტარები