რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრესკონფერენციაზე თქვა:
„მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ბლოკადაში არიან. რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მცდელობას, დაარწმუნონ „აზოვსტალში“ ბლოკირებული ნაციონალისტები, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და დადონ იარაღი. რუსული არმიის მოთხოვნა დანებების შესახებ მათ მიერ იგნორირებულია. „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები „საიმედო ბლოკადაში არიან“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.
შოიგუს თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას.
კომენტარები