გასული 24 საათის განმავლობაში “აზოვსტალის” ქარხანაზე, 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა, მათ შორის 8 ბომბდამშენიდან – ინფორმაციას “აზოვის” პოლკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლაც გრძელდება საზღვაო და საარტილერიო შეტევები, ისვრიან ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემიდან და ტანკებიდან.
ბატალიონის წევრები ამბობენ, რომ მტერი არ წყვეტს “უკრაინის ციხის” აღების მცდელობებს, ხოლო ქვეითი ჯარი აგრძელებს ყოველდღიურ თავდასხმებს.
კომენტარები