უკრაინის დაზვერვის მთავარი სამსახურის ინფორმაციით, აზოვოსტალის მცველების საწინააღმდეგოდ ოკუპანტებმა შესაძლოა, ქიმიური ნივთიერება გამოიყენონ.
მათი ცნობით, იგეგმება, რომ აზოვსტალში გამოიყენონ ისეთი ტიპის შეიარაღება, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს. გარდა ამისა, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის დანაყოფები გეგმავენ აეროზოლების გამოყენებასაც.
შეგახსენებთ, პუტინმა აზოვსტალზე შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა, თქვა, რომ სჯობს, ალყა გააძლიერონ ისე, რომ “ბუზიც ვერ შეფრინდეს”.
ქარხანაში აზოვის ბატალიონის მებრძოლების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება.
კომენტარები