„ჩემი პირადი პოზიცია არის მკვეთრი, რომ ახალი არჩევნების ან მასთან ქმედითუნარიანი, სწრაფი მისასვლელი გზის გარეშე, საერთაშორისო პარტნიორების მედიაცია ამ პროცესში იქნება სიზიფეს შრომა. მათი მხრიდან შედეგს ვერ გამოიღებს ძალისხმევა და სტაფილოს მორწყვის ტოლფასი იქნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროდან „ტვ პირველისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აზრი არ აქვს იმ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც ახალი არჩევნების საკითხი არ იქნება.
„არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება და მგონი, ეს ბავშვსაც კი ესმის. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის. ეს არის სახელმწიფოს სასარგებლო შედეგზე გათვლილი ბრძოლა. ამიტომ აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელმოწერაში, რომელშიც არ იქნება მთავარი, ახალი არჩევნები ან მასთან მისასვლელი გზა, რომელიც კრიზისს დაძლევს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები