ჟურნალისტი, ბაჩი ვალიშვილი, რომელიც თბილისში გამართულ აქციაზე “არა რუსეთს” დააკავეს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, წერდა:
“რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით სრული ქაოსი სუფევს და პუტინის რიტორიკა მესმის ბევრი თქვენგანისგან, ანუ ვხვდები რომ გვეშინია ყველას და თან გვინდა რომ ადამიანური სახე შევინარჩუნოთ, მაგრამ ცოტა საღი აზრიც არ დავკარგოთ.
1. ჩვენ ვართ ომში ჩართული რუსეთთან 2008 წლიდან, შეიძლება თქვენ ამას ასე ვერ ხედავთ, მაგრამ რუსეთი ასე უყურებს. ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული ჯარი, რუსი ჯარისკაცები მავთულხლართების წევენ ქვეყნის სიღრმეში და იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. ასეთ პირობებში საერთოდ აპრიორი სავიზო რეჟიმი რომ არ გვაქვს რუსეთთან არის სიგიჟე. სავიზო რეჟიმი თუ ეთნიკური დისკრიმინაციაა მაშინ ნუღარ გააგრძელებთ კითხვას გასაგებია ყველაფერი. რუსეთში ჩასასვლელად რატომ გვჭირდება ჩვენ ვიზა? ჩვენ რა საფრთხეს წარმოვადგენთ რუსეთისთვის? აგენტები შევლენ თუ ტერორისტები გვყავს? ან დივერსანტები?
2. არავინ არავის ცემას არ აპირებს მარტო იმიტომ, რომ ის რუსია, ერთმა პუტინის მოწინააღმდეგე რუსმა ბიჭმა მითხრა, ნაცისტები გყავთ თქვენო და გვეშინია ასე რომ ლაპარაკობთო. ნეტა ვისი დაფინანსებულია ეს ნაცისტები? თბილისში ბავშვებს რომ ცემენ და პოლიციას რომ კიდია ნეტა ვისკენ არიან? ასეთი რიტორიკა ქონდათ ზუსტად უკრაინასთან მიმართებითაც, ახლა სწორედ რუსულენოვანი მოსახლეობის ნაცისტებისგან “დაცვის” მოტივით შევიდა რუსეთი უკრაინაში. რო რამე ეს საბაბიც ეკიდა, მაგრამ თავის მოსახლეობას რაღაცა ხომ უნდა უთხრას პუტინმა და ფაქტია, რომ პუტინის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ბიჭიც კი ჭამს ამ პორპაგანდას.
3. ქართველს რომ ეუბნება რუსი, რუსოფობი ხარო ახლა ეგ იგივეა, ნაცისტური გერმანიიდან მომავალი 16 ათასი გერმანელი პოლონელებს რომ ეუბნებოდნენ გერმანოფობი ხარ ყველა ფაშისტები კი არ ვართო მეორე მსოფლიო ომის დროს. ვიცი რომ არ არის ყველა რუსი პუტინისტი ეგ აზრი საიდან დაიბადა საერთოდ? რატო გამოვყლევდით ასე უკიდეგანოდ? თუმცა საღი აზრის ფარგლებში, ფრთხილად რომ უნდა ვიყოთ ახლა, ომის დროს, პუტინის სტრატეგია, რომ ვიცით, ბევრი რუსის განწყობა რომ ვიცით, სანქციებისგან გაქცევა რომ უნდა ბევრს უბრალოდ, აი ამ დროს სიფრთხილე რანაირად გადათარგმნეთ რამენაირ ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციაში? დამშვიდდი ბაბლო ღრმად ჩაისუნთქე.
4. ჩერნაჟოპიე და ხაჩიკები მემგონი რუსები არ არიან ხო? ერთ ერთი ყველაზე ჰომოფობიური და ქსენოფობიური კულტურა აქვს რუსეთს, უმცირესობებს ანადგურებენ უბრალოდ, დედაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის დროს და ისეთ ზიზღს ანთხევდნენ მის მიმართ რომ დღემდე ტრამვირებულია, ბევრ ქართველს ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირი ეშინია რუსების, იმიტომ რომ რუსები ჩვენი ბატონები იყვნენ, ჩვენ გვჩაგრავდნენ 2 საუკუნის მანძილზე და არა პირიქით, ჩვენ ვართ ახლა მსხვერპლები ხალხოო! ბოდიში აქვთ იმათ მოსახდელი ჩვენთან, ჩვენ კი არ უნდა გავეფინოთ. ქართველ დევნილებზე მაინც იფიქრეთ, ან ჩვენი უმცირესობების ღირსებაზე. როგორია მთელი ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში უცხოსავით რომ გექცევიან, გჩაგრავენ და უცბათ მართლა უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის და მის დასაცავად ერთიანდება ყველა. ჩვენმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, სომხებმა და სხვა უმცირესობებმა არ დაიმსახურეს ჩვენი თანადგომა? მათი ხმა რომ აქამდე ვერ გავიგეთ ეგ არ არის დისკრიმინაცია? აზრზე მოდით ხალხო!
ყველაფერზე ეგრევე ემოციური და აღტკინებული რეაქცია გასაგები და ადამიანურია მაგრამ სადღაც გავჩერდეთ ნუ გადავგიჟდებით, აქ @ლე არავინ არ არის. ჩილ.”
“ეცა პოლიციის ჯგრო და გაათრია, ყოჩაღ, ნამდვილი რუსული მთავრობა ხართ” – სალომე ბარკერი
კომენტარები