ბათუმში, 30 ივნისს დაგეგმილი ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ნათქვამია კლუბ “სფეროს” განცხადებაში, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო.
- როგორც განცხადებაშია განმარტებული, ეს ნუცა ბუზალაძის და კლუბის ადმინისტრაციის ერთობლივი განცხადებაა.
“მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი “სფერო”-ს ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი.
30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.
კომენტარები