“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” გადაადგილდებოდა.
როგორც გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ თქვა, ხარაზიშვილი ეჭვმიტანილია აფგან მუხთარლის გატაცებაში და მასზე საუბარი იყო ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.
“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, სამი ავტომობილის სანომრე ნიშანი 23 აგვისტოს გაასაჯაროვა. მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილები, თამარ ბაჩალიაშვილს, სავარაუდოდ, დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. მისივე ინფორმაციით, მანქანები ოპერატიულია და სუს-სს ეკუთვნის.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.
კომენტარები