ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვუსმინე თავიდან ბოლომდე ბაჩანა ლობჟანიძეს და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
მაგ ბიჭს ძალიან უყვარდა თამარი და ეგ ბიჭი იყო ერთადერთი ადამიანი, ვიმეორებ ერთადერთი, ვინც გრძნობდა გარდაცვლილს, ვინც იცნობდა რეალურ თამარს და რაც მთავარია, ვინც იცოდა რეალურად მისი გარემოცვა და ასევე ის, თუ როგორ ექცეოდა თამარს თავისივე გარემოცვა.
ასე მგონია, რომ ბაჩანა ფრაგმენტ – ფრაგმენტ ყველას ამხელს, ყველა გამოჰყავს სააშკარაოზე ვისაც კი ოდესმე უტკენინებია მაგ გოგოსთვის და ვისაც კი რამე დაუშავებია და ასევე მგონია, რომ ეგ ბიჭი ნელ-ნელა (ვითომ შემთხვევით) საქმეს მიიყვანს ბოლომდე და დასჯის კანონით ყველას, ვისაც ოდნავ წვლილი მაინც აქვს შეტანილი თამარის მაგ მდგომარეობამდე მიყვანამდე, მის გამწარებამდე, მის ჩამოყალიბებამდე და ა.შ.
მე ვთვლი, რომ ეგ ბიჭი არის გენიოსი!!!
ჩემი ეს პოსტი დაიმახსოვრეთ!
კომენტარები