მძღოლი, რომელსაც პროკურატურა “საუკუნის გაქცევის“ ორგანიზებას ედავება, სასამართლო პროცესის მოლოდინშია. 47 წლის შოთა ქარუმიძის საქმის განხილვა ზუსტად სამ საათზე დაიწყება.
“პირველებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მას გამოიძებისთვის ჩვენება არ მიუცია, ის მხოლოდ ბრალს დაეთანხმა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რას იტყვის ქარუმიძე სასამართლო პროცესზე და რა ინფორმაციას მიაწვდის მოსამართლეს.
დაკავებულმა არ იცის, ვინ გააკეთა მის ავტომობილში სამალავი, რომლის დახმარებითაც გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი გადაკვეთა. მას დაზუსტებით არც იმის თქმა შეუძლია, საზღვრის კვეთის საქმეში ბაჩიაშვილის მამა მონაწილეობდა თუ არა.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ქარუმიძეს ბაჩიაშვილის გარდა არავინ უნახავს და არავინ შეხვედრია.
რაც შეეხება სამალავს- მის შესახებ ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც სამალავის გამოყენება მოხდა. საბურთალოზე ჰყავდა მანქანა ორი დღით დატოვებული, მივიდა წამოიყვანა და რამოხდა მისი მანქანის გარშემო, მისთვის ცნობილი არ იყო. ნამდვილად არ იცის, ვინ დაეკონტაქტა და ვინ სთხოვა შეხვედრაზე მისვლა. სხვა, გარდა გიორგი ბაჩიაშვილიისა არავინ უნახავს. ბრალს დაეთანხმა, თუმცა, როგორც ბრალდებულს გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია“, – ამბობს ალექსანდრე ამირხანაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილის მამის, ალექსანდრე ბაჩიაშვილისთვის შესაძლო ბრალის წაყენებას კატეგორიულად გამორიცხავს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.
მახარაშვილის განმარტებით, ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ მისმა ოჯახის არც ერთმა წევრმა არაფერი იცოდა.
შემიძლია აბსოლუტურად კატეგორიულად და მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მამას, ოჯახის არც ერთ წევრს, ახლობელს არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. შესაბამისად, გამორიცხულად მიმაჩნია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ არათუ ბრალის წარდგენა, საერთოდ რამე პროცედურები გატარდება. მას რომ დაკავშირებოდნენ, ალბათ, მეცოდინებოდა. დღეის მდგომარეობით, სად იმყოფება, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან რთულია რაღაცაზე ვარაუდით საუბარი, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა ისევე, როგორც მე და შესაბამისად, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას თეორიულადაც კი გამოვრიცხავ “, – განაცხადა მახარაშვილმა.
ცნობისთვის, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.
„დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები