“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის სისხლის სამართლებრივ დევნას აფასებს და ამბობს:
ის, რომ ბაჩიაშვილი არ არის იქ, ეს ნიშნავს, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირა. ბიძინა ივანიშვილი არის, ზოგადად, ეჭვიანი ადამიანი. მას ეჭვი შეეპარა, რომ ჰპარავდნენ ქონებას. დაიწყო სრულფასოვანი, როგორც ჩანს, აუდიტი, სხვანაირად ამას ვერ დაადასტურებ და მხოლოდ ბიძინას შეუძლია ასეთი განსაკუთრებული უფლებით ისარგებლოს. ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყო და ჩვეულებრივ ადამიანს დაეკარგა ქონება, არავინ, რა თქმა უნდა, ამის გამომძიებელი არ იქნებოდა, – ამბობს მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის ყოფილ სანდო პირს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.
“39 მილიონი დოლარი მიითვისა” – პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა
კომენტარები