• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას წერილი ციხიდან – “ორივეს ეშინია და ხოხავს მის წინაშე…”

ალია ავტორი - ალია
22:44 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს წერილის ფოტოებს და წერს:

დღეს ბაჩოს წერილი მივიღე…
ხომ შეიძლება 9 წლის სამაარტოო საკანში გამომწყვდეულმა კაცმა ერთხელ მაინც წაიწუწუნოს მის მიმართ წარმოებულ არნახულ უსამართლომაზე? ან ქვეყნის ბედის გარდა აინტერესებდეს რამე? დიდი წერილიდან ეს ამონარიდი მინდა გაგიზიაროთ და ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორი მართლები ვართ მის წინაშე…


….
“შიში, შიშზე რას იტყვი, რომელიც დამატებით ბორკილად გვადევს?
დღევანდელ ქართველს ხომ რაღაცის აუცილებლად უნდა ეშინოდეს და ეშინია კიდეც არანორმალურად.
ვიღაცას ღმერთის თვითგამოცხადებული მოციქულის-მღვდლის ეშინია, ვიღაცას დასავლელი დიპლომატის.. აი, რას იტყვის მღვდელი ერთზე და მეორე დიპლომატზე, ეს არის მთავარი თემა. ორივე ტიპს კი რუსის ეშინია და ხოხავს მის წინაშე.
და თურმე კიდევ კადიროვის გვეშინია…
აი, გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, მაშინ ის არხი არ მქონდა და სამწუხაროდ, ეს სასიამვნო შოკი არ განმიცდია, მაგრამ შემდეგ დღეებში ოთახში დავდიოდი და ვილანძღებოდი, უკიდურესად დამცირებულად ვგრძნობდი თავს იმის შეტყობით, რომ საქართველომ ისევ შიშით კანკალი დაიწყო, არიქა, ამას რამე არ მოყვესო… როგორ უნდა გრძნობდე ადამიანი თავს, როცა ხედავ შენს ერს, შენს სახელმწიფოს კადიროვის ეშინია. რა უნდა ქნა ამ დროს?..
მერე რას უშვება ეს შიში ადამიანებს, ისეთ სასოწარკვეთამდე მიყავს, რომ მიზეზის, ანუ გაბუნიას ჩაქოლვა ხომ ბევრს სრულიად გულწრფელად შეიძლებოდა მოსჩვენებოდა აუცილებელ მსხვერპლშეწირვად?
არაფრით არ შეიძლება ასეთი დაცემის, ასეთი შიშის რაციონალური ახსნა, რომ არაფერი ვთქვათ გამართლებაზე. განა შიშის გარდა რამე სხვა იკითხება იმ რეაქციებში რაც ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს ოთხოზორიას და ტატუნაშვილის ტრაგედიებზე?
მაცოფებს ის, რომ საზოგადოება სინამდვილეში არასდროს სთხოვს საკუთარ სახელმწიფოს შურისძიებას. რომ იცოდე, სამართლიანი შურისძიება დაღუპული და დაჩაგრული თანამოქალაქეებისთვის არ არი ადვილი საქმე, მაგრამ გარწმუნებ, არც ისეთი ეგზოტიკაა, რომელიც თურმე მხოლოდ ისრაელს უნდა ახასიათებდეს. ჩვენც შეგვიძლია…განსხვავება გენეტიკაში კი არ არის, არამედ ეროვნული ღირსების აღქმაში-ამიტომაც არის ეს ღირსების საქმე.
იყო დრო, როცა ანწუხელიძის მკვლელები სამართლიანი შურისძიებისგან სოროებში ვირთხებივით იმალებოდნე, მათ ნაწილს პასუხი გაეცათ. ცოცხლებს წლები ეშინოდათ მკვდარი ანწუხელიძის და რამდენიმემ ვერც გადაიტანა, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ნებაყოფლობით დაიწყო საქართველომ ისეთი დაცემა, რომ აგერ თვალწინ, ხალხის თვალწინ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, პოლიციის თვალწინ, დღისით, მზისით, ცინიკურად მოკლეს ის საცოდავი ბიჭი.
ანწუხელიძის შემთხვევაში დღემდე სირთულედ რჩება იმ წამებაში მონაწილე ყველა პირის დადგენა, ბევრმა ამ ანონიმურობითაც გადაირჩინა თავი, მაგრამ ოთხოზორიას შემთხვევაში ხომ ყველაფერი ხელისგულზეა და როგორ შეიძლენა მის მკვლელს სადმე მშვიდად ეძინოს, გინდა მოსკოვში და გინდა ხაბაროვსკში.
ყველაზე უფრო მაგიჟებს ის ფაქტი, რომ აგერ ამდენი წელია ვზივარ და ყოველდდღე ვუყურებ ტელევიზორს, მთელი ეპოქა გადის და სიტყვა აფხაზეთი არავის არანაირ კონტექსტში არ წამოცდენია.

რა ამ მსმენია ამ ტელევიზორიდან, ვენესუელა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გავიცანი, სიტყვა აფხაზეთი კი შეცდომითაც არავის წამოცდენია…..”

თეგები: ბაჩო ახალაიაეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved