ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე:
“მაინტერესებს გულწრფელად, ბაჩო დოლიძის მეუღლემ თინათინ დიდავამ, ნამდვილად გახსნა თუ არა წინანდალში 2 მილიონიანი ღირებულების სასტუმრო?
ეს ინფორმაცია ვრცელდება და თუ სიმართლეა, მაშინ მართლა რა რუსულ რეჟიმს ვებრძვით, რა ოპოზიცია, ან საერთოდ რაზეა საუბარი?
მაშინ როდესაც ერთიან ნაციონალ მოძრაობასთან დაკავშირებულ აქტივისტებს 500 ლარიანი სამსახურის შოვნაც კი უჭირთ, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო!”
bm-ge-ის ინფორმაციით, „პრემიერ ჯგუფმა“ წინანდალში, სასტუმრო „შატო წინანდალი“ გახსნა. „შატო წინანდალი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3500 კვ.მ. მიწის ფართობზეა განთავსებული და სასტუმროსთან ერთად, ღია საცურაო აუზსა და ღვინის მარანსაც აერთიანებს.
„შატო წინანდალი“ 2 მლნ ლარის ინვესტიციით გაიხსნა.
„პრემიერ ჯგუფი“ პრემიუმ კლასის სასმელების მწარმოებელი და იმპორტიორი ქართული კომპანიაა.„პრემიერ ჯგუფის“ დამფუძნებელი, თინათინ დიდავაა.
ფოტოები – bm.ge
კომენტარები