შსს ამ წუთებში განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ ბადრი ესებუა ნამდვილად არის ის პირი, ვინც ბრალდებულია ზუგდიდში ბანკის ძარცვასა და მძევლების აყვანაში და თქვა, რომ რაკი საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია, რომ ბანკის თავმდამსხმელის ვინაობა, ამიტომ, თავადაც გაამჟღავნებენ:
თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.
იმავე ღამით მოხდა იდენტიფიცირება და იმავე დღიდან მიმდინარეობდა ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.
შს მინისტრის მოადგილემ ბრძანა, რომ ესებუა არის ტერორისტულ აქტის მოწყობაში ბრალდებული პირი და მან ადამიანები მძევლად აიყვანა ტერორისტული მიზნით!
კომენტარები