ცოტა ხნის წინ, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა სოფელ ალერტკარში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმი“ იუწყება, „საქართველოს ბანკზე“ ბადრი ესებუას მამა შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგდა გამოიძახეს, რის შემდეგაც ტარიელ ესებუას სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს.
მეზობლების თქმით, ტარიელ ესებუას სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც ის კვლავ სახლში მოიყვანეს.
ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა კი განმარტავს, რომ მისი ძმა კომენტარს თავად გააკეთებს, თუმცა ოჯახმა კვლავ არ იცის, სად იმყოფება ის ამჟამად.
კომენტარები