არსებული ინფორმაციით, პოლიცია, 32 წლის ესებუასთან ერთად, ახლა უკვე მის ნაცნობ შალვა გულუასაც ეძებს.
გულუა იმ ავტომობილის მფლობელია, რომლითაც, არსებული ვერსიით, სოფელ ყულიშკარში ბადრი ესებუა გადაადგილდებოდა.
გულუას ოჯახის წევრებს ბიჭის ესებუას შესაძლო თანამზრახველობის არ სჯერათ.
მათი მტკიცებით, ბიჭი საკუთარი მანქანით სანადიროდ წავიდა და სახლში მობილური ტელეფონი დატოვა.
“ესებუები შორს ცხოვრობენ, არაფერი კონტაქტი არ ჰქონდა მაგათთან. დისტრიბუციაში მუშაობს, სამხედრო არაა. საშვი ჰქონდა. საერთოდ არ უნახავს ესებუა და რაში მოეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ზედმეტი რამე რომ გაეკეთებინოს. ზღაპარია, არ ვიცი რა მოხდა”, – ამბობენ გულიას ოჯახის წევრები.
ცნობისთვის, ბადრი ესებუა, ერთერთი ვერსიით, სოფელ ყულისკარში სწორედ შალვა გულუას ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
ავტომობილი რამდენიმე საათის მიტოვებული იყო, მას შეჯახების კვალი და ასევე სავარაუდოდ ნატყვიარი ეტყობა. სატრანსპორტო საშუალებას მოხსნილი აქვს ნომრებიც.
ბადრი ესებუას ბიძა ადასტურებს, რომ გაქცეული თავდამსხმელი შალვა გულუას და მის ოჯახს კარგად იცნობდა.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები