პარლამენტის წევრების – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა და თქვა:
“ბადრი ჯაფარიძის საკითხი – ესაა განსხვავებული მოცემულობა: თუ იმ შემთხვევაში სესიის ნახევარზე მეტი ჰქონდა გაცდენილი ნათელაშვილს და ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში საფუძველი არის სისხლის სამართლის საქმე. ბრალი არის დადგენილი და ეს არის ძალიან მძიმე ბრალი. ხანდაზმულობა ამ კუთხით, მორალური თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლის. აქ მთავარი პრობლემა რა არის: როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს, ის ხდება რაღაცნაირად იძულებული, რომ დაუპირისპირდეს სისტემას. ამ სისტემაში შედის პარლამენტიც, სასამართლოც. ჩვენ ეს ვიხილეთ ბადრი ჯაფარიძის მაგალითზე, მას მოუწია ბრალის არ აღიარება. რა თქმა უნდა პოლიტიკოსისთვის ძნელია თაღლითობის აღიარება. შესაბამისად ნაცვლად ეღიარებინა დანაშაული, დაუპირისპირდა სისტემას. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა პარლამენტს აქვს გადაწყვეტილება მისაღები და ყველა ფაქტორი იქნება მხედველობაში მიღებული“
კომენტარები