“წავიდა ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონი, ნათელა პატარკაციშვილი აღარ გვყავს” – ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი პარლამენტარი, მარინა მოლოდინი ავრცელებს. ბადრი პატარკაციშვილის დედის დაღუპვის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ პოსტი დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის დედას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა. ბოლო პერიოდში ნათელა პატარკაციშვილი კლინიკაში იმყოფებოდა და ის უგონო მდგომარეობაში აპარატზე იყო შეერთებული.
ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, ჰოლდინგის სს „ი-მედიას“ დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში გარდაიცვალა.
კომენტარები