გიორგი ვოლსკი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სპეკულაციებს უწოდებს ოპონენტების განცხადებებს ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ.
როგორც დეპუტატი წერს, ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე – ბაღდათში, თამარ მეფის N13, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა და სწორედ ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებასაც. მათთან ერთად ცხოვრობდა 1980 წელს დაბადებული გრიგოლ გველესიანი, ბავშვების ბიძა, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.
“ამ ერთი კვირის წინ, მათ მიმართეს რაიონის სოციალურ სამსახურს და აცნობეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, თან უთხრეს, რომ დაალაგებდნენ თუ არა სახლს თამარ მეფის ქუჩაზე, საიდანაც გაასვენეს გარდაცვლილი გრიგოლ გველესიანი, დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ მისამართზე. ამის მიზეზით იმყოფებოდა ეს ოჯახი ხანძრის დროს წერეთლის ქუჩაზე”, – წერს ვოლსკი, და იქვე დასძენს, რომ ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით მართლაც შეუჩერდა საარსებო შემწეობა, რადგან არ ჰქონდა დაფიქსირებული აბონენტის ნომერი და კომუნალურშიც ჰქონდა ნული.
“ოჯახმა 22 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია და 21 ნოემბერს ხელახლა მიენიჭა სარეიტინგო ქულა და აღუდგათ საარსებო შემწეობა. 2019 წლის დეკემბერში ჩაერიცხათ დროებით შეჩერების განაცდური თანხა: ჯამში 2040 ლარი. მას შემდეგ 2020 წლის იანვარში მათ ჩვეულებრივ ჩაერიცხათ ყოველთვიური საარსებო შემწეობა – 680 ლარი. საერთო ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1 330 ლარს ურიცხავდა”
ვოლსკს არ დაუკონკრეტებია, თუ ოჯახის ყოველთვიური შემწეობა იყო 680 ლარი – 1 330 ლარი როგორ ერიცხებოდათ ყოველთვიურად და რისი დანარჩენი თანხა?
ისევე, როგორც ვოლსკმა არც ის იცის, როგორც ჩანს, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ სოციალური დახმარება ოჯახს უჩერდება მომენტალურად.
“ალია” მიმართა უკვე ჯანდაცვის სამინისტროს და უახლოეს წუთებში დაგვპირდნენ ინფორმაციის მოწოდებას.
კომენტარები