ჟურნალისტი, ნატო გოგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ, ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთულ გადაღებაზე ვიყავი… ვეძებდი ძალას, სიტყვებს რომ მაყურებლისთვის მეთქვა ის რაც რეალობა იყო… ბევრი ვთქვი, ბევრი ვერა…
რთულია სიტყვებით გადმოსცე ის, რაც ბაღდათში მოხდა…
ან როგორი სათქმელია, რომ 4 ბავშვი, ჩვენგან, ყველასგან მიტოვებული 4 ბავშვი ცოცხლად დაიწვა…
ხო, ის ბავშვები ჩვენ მივატოვეთ…. ვიცოდით რომ უჭირდა და არაფერი გავაკეთეთ….
იქნებ ახლა მაინც მივხვდეთ, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი!!!! იქნებ, ახლა მაინც ავდგეთ და ერთიანი ძალებით დავეხმაროთ, დაღუპული პატარების 4 მამიდაშვილს, რომლებიც სიცივეში და უკიდურეს გაჭირვებაში არიან სხვის სახლში!!!!
სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency იქნებ ახლა მაინც შეიწუხოს თავი თქვენმა წარმომადგენელმა…. იმ ბავშვებს სასწრაფოდ სჭირდებათ მიხედვა!!! სასწრაფოდ!!!
პ.ს. როცა დამწვარ სახლში შევედი გადასაღებად, დამწვარი ძაღლები ვნახე…. პატარები არ მიატოვეს… ძაღლებმა არ მიატოვეს და მათთან ერთად დაიღუპნენ!!!!
იქნებ, ჩვენც არ მივატოვოთ ერთმანეთი, იქნებ მოვრჩეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ ტრაგედიამ მაინც გამოგვაფხიზლოს!!!! დავეხმაროთ დაღუპული პატარების პატარა მამიდაშვილებს, რომლებსაც სცივათ, შიათ და ჭერი არ აქვთ!!!! ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელხევში, სხვის სახლს არიან შეფარებულები და რამდენიმე დღეში ის სახლი უნდა დაცალონ, რადგან გაიყიდა!!”
კომენტარებში ნატო გოგელია წერს, რომ არც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და არც სახელმწიფო უწყებებიდან ჯერ არავინ შეხმიანებია!
კომენტარები