სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს შეფი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის ახალი ექსპერტიზა დაუკვეთა, მამუკა ჯანგულაშვილია, ის სახელმწიფო ექსპერტიზის შეფად პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა 2021 წლის 10 მარტს. წლების განმავლობაში იყო ფინანსთა სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე.
სახელმწიფო ექსპერტიზის ყოფილი შეფი ლერი ბარნაბიშვილი კი პრემიერმა საკუთარ ადმინისტრაციაში წაიყვანა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ორივეს მათგანს ახლო კავშირი აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და ისინი პრემიერი ნდობით აღჭურვილი პირები არიან. მამუკა ჯანგულაშვილს ახლო კავშირი აქვს ივანიშვილის არაფრომალური მმართველობის შემნარჩუნებელთან და ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარ ოთარ ფარცხალაძესთან.
ჯანგულაშვილი ფარცხალაძესთან კავშირს ადასტურებს და ამბობს:
“ბაღში და სკოლაში დავდიოდით ერთად, ერთად ვსწავლობდით და ა.შ. ფარცხალაძის კადრი რომ ვარ ვინ გითხრათ, საიდან მოიტანეთ? ჩვეულებრივად მოვხდი სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში.”
კომენტარები